logo
ENG



"ივანიშვილის მონა" - აქტივისტები მდინარაძეს განცხადების გამო აკრიტიკებენ [ვიდეო]

09 თებ 202323:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/09/idpvfjglekv9uzp.jpg

აქტივისტები ქართული ოცნების წევრს მამუკა მდინარაძეს უკრაინაში რუსეთის "დაწინაურების" შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ იმედის შენობასთან პროტესტის ნიშნად სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ.   

"ივანიშვილის მონა" - მიმართავდნენ აქტივისტები ქართული ოცნების წევრს, რომელიც ტელეკომპანია იმედთან ცოტა ხნის წინ მივიდა.

დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, "გაცილებით წინ არის წაწეული", ამას კი "სამწუხარო რეალობა" უწოდა.

გუშინ, 8 თებერვალს კობახიძემ თქვა, რომ რადგან უკრაინაში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა" აქვს, საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია. დღეს კი დაამატა, რომ "რუსეთის უპირატესობა" ფაქტობრივი მოცემულობაა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებაც და აშშ-სა და ევროპის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. ამის მაგალითად კობახიძემ თქვა, რომ მაგალითად ბოლო 1-2 კვირაში უკრაინას დასახლება არ აუღია, რუსეთმა კი 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო. სწორედ კობახიძის ამ განცხადების შეფასება სთხოვეს ჟურნალისტებმა მდინარაძეს.

მდინარაძემ იგივე ნარატივი გააჟღერა და თქვა, რომ რუსეთის უპირატესობა არის რეალობა.


close დახურვა